0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლდანიდან 40 წლის კაცი გაუჩირანდა - 29 ივლისის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32-ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა.

ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები