საზოგადოება
ადვოკატების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლო დისტანციურ რეჟიმზე გადადის
2020-09-17 14:15:28
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლო დისტანციურ რეჟიმში მუშაობას იწყებს.
პროცესები სხდომათა დარბაზში აღარ გაიმართება და მას ადვოკატები, პროკურორები და სხვა პირები ვეღარ დაესწრებიან, რადგან ორ ადვოკატს, რომლებიც სხდომებს ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სასამართლოში აცხადებენ, ყველა თანამშრომელს „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდება.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესები დისტანციურად იმართებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორ ადვოკატს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ სრულად გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. ადვოკატები, რომლებიც პროცესებს ესწრებოდნენ ვეღარ დაესწრებიან. სხდომებში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ ადვოკატებიც და პროკურორებიც. აქამდე სხდომათა დარბაზში დასწრება მაქსიმალურად შეზღუდული იყო“, – აცხადებენ სასამართლოში.
კომენტარები