0 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამოქალქო პლატფორმა 20/20“ წინასაარჩევნოდ სახალხო დამცველთან არსებული სამუშაო ჯგუფის აღდგენას ითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართვას და მოითხოვს, წინასაარჩევნოდ  აღდგეს სამუშაო ჯგუფის ფორმატი, რომელიც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მონიტორინგში ჩაერთვება.

როგორც ორგანიზაციის მიმართვაშია აღნიშნული, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა აგვისტოში სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომლობის შესახებ წერილობით მიმართა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

„ვინაიდან, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ვერც უშუალოდ შეხვედრა და არც წერილობითი პასუხი მიგვიღია, გადავწყვიტეთ, საჯაროდ გავავრცელოთ ჩვენი მოსაზრება. ა(ა)ი.პ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მთავარი მიზანი თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელშეწყობაა, ამისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის სამართლიანი შეფასება. 

იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე ჩამოსვლას და პროცესზე დაკვირვებას, მნიშვნელოვნად იზრდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი და პასუხისმგებლობა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღადგინოთ სახალხო დამცველთან არსებული სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოთ, რომ აღნიშნულ ჯგუფში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ასევე უზრუნველყოთ ამომრჩევლებთან პოლიტიკური პარტიების შეხვედრებზე თქვენი წარმომადგენლების (საჭიროებისამებრ) დასწრება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ რამდენად თანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ხომ არ ხდება ეპიდემიოლოგიური კონტროლის  მექანიზმების გამოყენება იმისათვის, რომ აღნიშნული ფაქტი იქცეს დამატებით შემაფერხებელ გარემოებად და ინსტრუმენტად.“- აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები