0 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

არახელსაყრელი დღეა პროფესიულ საქიანობაში აქტიურობისთვის. შესაძლოა, მამაკაცებმა უსიამოვნო ამბავი გაიგონ, რაც მთლიანად შეცვლის მათ ამჟამინდელ მდგომარეობას. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რაც იმედგაცრუებითა და ცრემლებით დასრულდება. გაორიცხული არ არის ღალატი, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში.

კურო

ვარსკვლავები თქვენ მიმართ კვლავინდებურად კეთილგანწყობილები არიან. ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. შესანიშნავი შანსი გაქვთ პროფესიული საკითხების მოგვარებისთვის. შეგიძლიათ, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მომავალი წარმატებებისთვის კარგი სასტარტო პირობები შექმნათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც სინანულისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდება.

ტყუპები

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყების ან დაწყებული პროექტის წარმატებით დასრულებისთვის. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კვლავინდებურად კეთილგანწყობილენი არიან. შესაძლოა, მეგობრების ან მფარველების დახმარებით, მომავალი ფინანსური წარმატებისთვის კარგი სასტარტო პოზიცია შექმნათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა, რომლებიც დიდი ხნის წინ დაივიწყეთ, თავი იჩინონ. ეცადეთ, მომხდარი რეალურად შეაფასოთ. ასეთ შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება და ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება არ გაგიჭირდებათ.

ლომი

შესაძლოა, მოვლენათა არახელსაყრელმა განვითარებამ ან არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგებმა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა მთლიანად შეცვალოს. არახელსაყრელი დღეა საქმეში აქტიურობისა და კარიერული წინსვლისთვის. ქალებს ვურჩევთ, ყურადღებით იყვნენ, რათა არ მოტყუვდნენ არა მხოლოდ საქმიან, არამედ პირად ურთიერთობებშიც.

ქალწული

ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია, განსაკუთრებით, ქალებისთვის. შესაძლოა, უსიამოვნო ამბავი გაიგოთ, რაც ძირეულად შეცვლის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც იმედგაცრუებას მოგიტანთ. მამაკაცებს ვურჩევთ, რომ ემოციები აკონტროლონ და არ გარისკონ – პროფესიული საკითხების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში საკუთარი პრინციპების დაცვა მოგიწიოთ, რისთვისაც დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.

მორიელი

ეს დღე პირადი ცხოვრების პრობლემებს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობა გაგირთულდეთ. კეთილი მიზნების მიუხედავად, თქვენი პირდაპირობა ვიღაცამ შეიძლება არასწორად გაიგოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილად არიან განწყობილი. არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ დაწყებული საქმე და უკან არ დაიხიოთ. სიჯიუტე და მიზანსწრაფული სვლა აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა სწორად გამოიყენოთ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ასკეტურობამდე მისული წესიერებით შესაძლოა, პარტნიორი დააფრთხოთ. ჩაკეტილობამ და ურთიერთობაში გამოვლენილმა გულგრილობამ შესაძლოა, მამაკაცებს პირად ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნას.

მერწყული

გირჩევთ, ეს დღე დაწყებული საქმეების დასრულებას მიუძღვნათ. მოსალოდნელია უსიამოვნო შეტყობინება. მზად იყავით კონფლიქტისთვის საპირისირო სქესის წარმომადგენელთან, თუმცა დარდი და ნერვიულობა ხანმოკლე იქნება.

თევზები

ამ დღეს თევზი მამაკაცების წინაშე შესაძლოა, შრომით ასპარეზზე ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. გამორიცხული არ არის, რომ ახალ, საინტერესო საქმეში „თავით გადაეშვათ“. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და არ აჩქარდეთ. ეცადეთ, თანამოაზრეები არ შემოგეფანტოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები