0 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელო“ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ ტრანსატლანტიკური კომისიის დოკუმენტს შეუერთდა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფონ რასმუნსენის შემოთავაზების საპასუხოდ, „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს“ შეუერთდა. აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია „სანდო არჩევნების ტრანსატლანტიკური კომისიის“ მიერ, რომელიც 2018 წელს დაარსდა ბატონი რასმუსენის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის, მექსიკის პრეზიდენტის ფილიპ კალდერონის, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ილვესის და სხვა აღიარებული ლიდერების მიერ. აღნიშნული დოკუმენტის ქვაკუთხედია პრინციპი -  „არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას“. ამ ნაბიჯით „ლელო“ თავის წვლილს შეიტანს სიცრუის, დეზინფორმაციის და პირადი ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ძალისხმევაში. 

„არჩევნებში მონაწილეობისას არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას, კერძოდ:  

• არ დავამზადებთ, არ გამოვიყენებთ და არ გავავრცელებთ ცრუ და ყალბ, ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებულ პირადი ხასიათის ან მოპარულ მონაცემებს და მასალას, დეზინფორმაციის ან პროპაგანდის მიზნებისთვის. 

• თავიდან ავიცილებთ ცრუ აუდიო, ვიდეო ან ფოტო, მათ შორის ფეიქ-ტექნოლოგიით დამზადებული მასალების გავრეცელებას, რომლებიც ყალბად განასახიერებენ არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს.  

• გამჭვირვალეს გავხდით ბოტური ქსელების გამოყენებას საარჩევნო მასალების გავრცელებისთვის. მოვერიდებით ოპონენტებზე თავდახსმას ამ ქსელების, მესამე მხარეების და მარიონეტების საშუალებით. 

• აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ კიბერ უსაფრთოების გასამტკიცებლად და კიბერ შეტევების დროულად ამოცნობის და თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად საარჩვენო კამპანიაში ჩართულ თანამშრომლების ჩავუტარებთ სწავლებებს მედია წიგნიერების საკითხებსა და რისკების განცობიერებაში.

• გამჭვირვალეს გავხდით ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.“

აღნიშნულია დოკუმენტში, რაც დღეიდან „ლელოს“ სახელმძღვანელო პრინციპებიც გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები