0 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა პროკურატურასთან ბენზინით მივიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ის მამა, თამაზ ხომასურიძე პროკურატურასთან მივიდა და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ხომასურიძე თავის დაწვით დაიმუქრა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა.

„პროკურორი მომიყვანონ, გამოვიდეს წარმომადგენელი, დაველაპარაკო. ჩემი შვილის საქმეს გამაცნონ. შენიშვნისთვის გამომაგდეს სასამართლო დარბაზიდან. პროკურორი მომიყვანონ და ჟურნალისტების თვალწინ კითხვა უნდა დავუსვა“, - განაცხადა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები