0 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში „ნიკორას“ მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, მაღაზიაში საჭირო ზომები უკვე მიიღეს.

 

„დღევანდელ დადასტურებული შემთხვევებიდან 2 არის სწორედ სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. არანაირი პრობლემა არ არის, დავასახელებ მაღაზიას. ეს არის საკმაოდ ქსელური მაღაზია. მათ გაატარეს უკვე საჭირო ზომები, შეცვალეს პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები. ეს არის „ნიკორა“. სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები