მსოფლიო
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა
2020-08-28 12:17:03
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშის დედა მართავდა. შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.
„ნამდვილად მოხდა ფაქტი. ეზოდან გაჰყავდა მანქანა, თუმცა არ ვიცი, დედა იჯდა საჭესთან თუ სხვა ვინმე. გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუკავებიათ",- აცხადებს სოფლის რწმუნებული.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თავდაპირველად შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა გადაკვალიფიცირდება თუ არა აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები