0 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს მიიღებენ

15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს მიიღებენ, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე მოხდეს აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ამას პანდემიის პირობებში ვაკეთებდით. ბაღების აღსაზრდელებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ის რაციონი, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები