0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით “შავნაბადას” რაზმის ხელმძღვანელი მოძრაობდა”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარებაშვილი გადაადგილდებოდა. როგორც გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ თქვა, ხარებაშვილი ეჭვმიტანილია აფგან მუხთარლის გატაცებაში და მასზე საუბარი იყო ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” სამი ავტომობილის სანომრე ნიშანი 23 აგვისტოს გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები, თამარ ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისივე ინფორმაციით, მანქანები ოპერატიულია და სუს-სს ეკუთვნის. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

კომპანია “ZAG”-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები