მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ცნობილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედაა
2020-08-25 11:38:54
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ცნობილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65- წლმადე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით წუხელ გარდაიცვალა.
"დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კოვიდინფექციამ დაამძიმა", - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ "ამბებთან" საუბარში.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.
კომენტარები