0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"აქ არ არის არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი ეს არის ორგანიზებული მკვლელობა" - მიხეილ რამიშვილმა.

 ახალგაზრდა პროგრამისტის საქმე - სოფელ მაწევანთან, გოლთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს 24-საათიანი საგამოძიებო ექსპერტიმეტნი დასრულდა. ექსპერიმენტმა პასუხი ექსპერტიზის დასკვნაში გაჩენილ კითხვებს უნდა გასცეს.

 "ექსპერიმენტი რაც ჩატარდა არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, შესაბამისად, რა შედეგს მოიტანს ამას ვნახავთ. ეს გამოჩნდება გამოძიების მიერ გადაწყვეტილებებში და ქმედებებში. აქ არ არის არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი ეს არის ორგანიზებული მკვლელობა", - თქვა ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

 

 გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ეს სპექტაკლია და ბაჩალიაშვილის მანქანა აქ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მდგარა.

 საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე მაბობს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტნის მონაცემებს სამედცინო ექსპერტიზას გადასცემენ.

 "გამოძიება აზუსტებს გარკვეულ მონაცემებს, ამ შემთხვევაში დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ასევე, შიგნით. ექსპერტები ამ მონაცემებს გაუკეთებენ ანალიზს, მისცემენ შეფასებას და ასახავენ დასკვნაში", - თქვა ლაშა კოტრიკაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები