0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა "ოცნების" დეპუტატის შვილია

ჩამოტვირთვა

ბათუმის სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილი, ვახტანგ ტაბიძე დააკავეს.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ჩანს, როგორ ესხმის თავს ვახტანგ ტაბიძე ჯიხურის მეპატრონეს და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებას აყენებს. 

თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხევის ადგილიდან მიიმალა. სამართლდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები