საზოგადოება
"მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო"" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილის
2020-08-20 13:51:10
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული.
"ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარება, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი....ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
კომენტარები