საზოგადოება
"ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს" - მიხეილ რამიშვილი
2020-08-19 17:03:50
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს და შემთხვევის ადგილზე დაგეგმილი ექსპერიმენტის საკითხები განიხილეს.
ადვოკატის თქმით, 1 თვის მანძილზე ლოდინის რეჟიმში იყვნენ, ახლა კი საქმის არსებითი გაცნობა იწყება, ჩატარდება ბევრი ექსპერიმენტი და ყველა დეტალს დიდი ყურადღება მიექცევა.
„დღეს მოხდა მშობლებისთვის დნმ-ის აღება, ამავდროულად დაიგეგმა ხვალინდელი დღე. ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს და დღის განმავლობაში, როგორც ექსპერიმენტი დაიწყება, აგრეთვე ვბრუნდებით ქალაქის პროკურატურაში, სადაც მოხდება, როგორც სათვალთვალო კამერების გარკვეული ჩანაწერების ნახვა, ასევე საქმის მასალების გაცნობა. ყოველი შემთხვევისთვის, უკვე იწყება საქმის მასალების გაცნობა, ექსპერიმენტები ჩატარდება ინტენსიურად და ყველაფერს მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება. იწყება 24 საათიანი რეჟიმი, რადგან ერთი თვე იყო სიტყვიერი საუბარი, ამ ერთი თვის მანძილზე რა ზიანიც მიადგა გამოძიებას, პასუხისმგებლობაც მაგათზე იქნება",-განაცხადა რამიშვილმა.
კომენტარები