0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელო” ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების გზას სისტემურ ცვლილებაში ხედავს

17 აგვისტოს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა

ლიდერმა კახა კოჟორიძემ  და  საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ, ილია მეკოკიშვილმა,  პრესკონფერენცია გამართეს ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმესი სტატისტიკისა და საგზაო უსაფრთხოების რეფორმირებაზე. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სტატისტიკა ასეთია: 6608 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 85 946 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად 10 000 ოჯახი ზიანდება. სწორედ ამ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ.  ილია მეკოკიშვილი  სხვა ადამიანებთან ერთად იმუშავებს იმ რეფორმაზე, რომელსაც “ლელო”გეგმავს.

კახა კოჟორიძის თქმით,  მოქმედი და ყველა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურმა და გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად უმძიმესი სტატისტიკა მოიტანა.  კოჟორიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს. 

“ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მძღოლების პროფესიული მომზადების მაღალ სტანდარტს. შედეგად, მძღოლთა მომზადების დაბალი  დონე და დაბალი კვალიფიკაცია არის ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი. საგამოცდო ბილეთები იბეჭდება წინასწარ, რასაც იზეპირებს პირი და გადის გამოცდაზე. ეს გახლავთ გამოცდების ჩატარების საბჭოური წესი. მსგავსი რამ არ ხდება ევროპის არცერთ ქვეყანაში. ცხადია, წინასწარ დაზეპირებული ბილეთები ვერ უზრუნველყოფს საკითხის სწავლასა და გააზრებას.  პრობლემაა მოუწესრიგებელი გზა და მისი ინფრასტრუქტურა (ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნები), რაც  არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს. არ არსებობს უწყება, რომელიც აკეთებს ავტოსაგზაო შემთხვევების მეცნიერულ შესწავლას, ანალიზს და პრევენციული ღონისძიებების სისტემურ დაგეგმვას. შსს მხოლოდ სტატისტიკას აღრიცხავს. ვიცით, რამდენი გარდაიცვალა და რამდენი დაშავდა. მაგრამ რატომ გვაქვს ასეთი კატასტროფული სტატისტიკა და როგორ გავაკეთოთ პრევენცია, ამაზე არავინ ფიქრობს,”-აცხადებს კოჟორიძე. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და გამოსავალზე საუბრობს, რაც სისტემურ რეფორმაში გამოიხატება.  

“უმთავრესია საბჭოური საგამოცდო სისტემის შეცვლა. წინასწარ დაბეჭდილი და დაზეპირებული ბილეთების ნაცვლად, მომავალში კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მხოლოდ გააზრებული ცოდნის საფუძველზე. მძღოლის პროფესია უნდა გახდეს რეგულირებადი პროფესია, რადგან ის ევროპული სტანდარტით ითვლება მომეტებული საფრთხის შემცველ პროფესიად. უნდა მოხდეს სწავლება ლიცენზირებულ სკოლაში, სერტიფიცირებული მასწავლებლებისგან და გამოცდის ჩატარება ქალაქის პირობებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი აუცილებელია ქალაქის პირობებში. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გაზრდილიყო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღემდე ეს ვალდებულება არ არის შესრულებული.

უნდა შეიქმნას ერთი სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: შემთხვევების მეცნიერული ანალიზი და პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება,”-აცხადებს კოჟორიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები