0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელოს” ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი ქალი შეუერთდა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა. „ლელო“ ქალთა საბჭოს შეუერთდნენ: ნატალია რამაზაშვილი; ნინო დარაშვილი; მაია ჩიჩუა; მარიამ მენაბდიშვილი; ირინა გელანტია; ეთერ შუბითიძე; ქეთევან ხაინდრავა; ნათია ტაბაღუა; გაიანე მარტიროსიან; მანანა ბოძაშვილ; თამუნა კლდიაშვილი; მაია ხოფერია.

“ლელოს” ერთ-ერთი ლოდერის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას თქმით, ქალთა საბჭოს  მიმართულება პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერება იქნება.

„დღეს ისნის რაიონში წარვადგინეთ ქალთა საბჭოს 12 წევრი. ეს ის ქალები არიან, რომლებმაც თვითონ გამოხატეს სურვილი, მოსულიყვნენ „ლელოს“ ოფისებში. არიან ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები. მათ შორის პროფესიულად მაღალ იერარქიაზე მდგარი ადამიანები, მათ შორის სოციალურად დაუცველები, მათ შორის არიან ისეთებიც რომლებიც არიან მარტოხელა დედები. ქალები იმიტომ, რომ „ლელოს“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ქალების პოლიტიკურად გაძლიერება, ეკონომიკური გაძლიერება, ქალების ძალადობისაგან დაცვა. პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები და რა თქმა უნდა, კონფლიქტისპირა, საზღვრისპირა რაიონებში ქალების გაძლიერება მშვიდობისმყოფელ პროცესებში და დედათა და შვილთა საკითხების ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება და გზების დასახვა მომავალში მათი პრობლემების თავიდან ასაცილებლად და გამოსასწორებლად“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი “ლელოს” ქალთა საბჭოში 12 ქალის დამატების საკითხს გამოეხმაურა. მან საზოგადო ცხოვრებაში  ქალების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ლელო” დიდ მნიშნველობას ანუჭებს ქალთა ჩართულობას სხვადასხვა საქმეში. 

“მე დარწმუნებული ვარ ამ ქალებთან ერთად ძალიან ბევრ ცვლილებას მოვიტანთ ქვეყანაში. მოხარულები ვართ რომ ბევრი საინტერესო ქალი უერთდება ჩვენს რიგებს და იზიარებენ იდეას რომ უფრო მეტმა ქალმა უნდა გადადგას ნაბიჯი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. “ლელო” არის ის პლატფორმა სადაც ძალიან სერიოზულად განვიხილავთ ქალების როლს და ყველა გეგმაზე ერთად ვფიქრობთ და ვმსჯელობთ. ამას მოწმობს ისიც რომ პარტიის მიერ დასახელებულ 25 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის 6 ქალია,”-განაცხადა დეა მეტრეველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...