0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ​ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

„რამდენიმე საათის წინ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გადმოიყვანეს. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები, ნათესავები არიან. დაახლოებით 2 თვეა, რაც თბილისიდან ყაზბეგში გადავიდნენ და იქ ისვენებდნენ ზაფხულში.

ამჟამად კვლევის პერიოდში იმყოფებიან. მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, კვლევის შედეგები ხელთ არ გვაქვს და ზუსტი დეტალები უცნობია.

ინფიცირებულები სახლში იყვნენ, საკუთარი ბინიდან არიან გადმოყვანილები“,-განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტრმა ლიკა მუმლაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები