0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მკაფიო გზავნილი უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლიც, სამწუხაროდ, ამ განცხადებიდან ისევე ვერ გამოიტანენ სწორ დასკვნას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადებას „ლელოს“ ლიდერები ეხმაურებიან.  

„ლელოს“ საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ამერიკელ პარტნიორებს უწევთ ღიად საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო და რომ ჩვენ ვერ ვიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანაკლიის და სხვა პროექტების მიზანმიმართული გაჩერებით, ამ ხელისუფლებამ პირდაპირ შეუწყო ხელი რუსული პორტების ეკონომიკურ ინტერესებს.

„აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადება წარმოადგენს კიდევ ერთი მკაფიო გზავნილს საქართველოს მთავრობის და, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ განცხადებიდან ისევე ვერ გამოიტანენ სწორ დასკვნებს, როგორც ვერცერთი წინა განცხადებიდან. 

ბიგანის განცხადება არის სრულიად მკაფიო გაფრთხილება წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ანტი-დემოკრატი ხელისუფლების მიმართ, რათა მან რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი და უზრუნველყოს დემოკრატიული გარემო და ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სტაბილურობას და წარმატებას განსაზღვრავს მისი შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძლიერება. სამწუხაროდ, 8 წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი საქართველოს დასუსტებას ყველა ამ მიმართულებით. “ლელო საქართველოსთვის” ესწრაფვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავებას და უმნიშვნელოვანესია,  შემოდგომაზე პოლიტიკის რადიკალური განახლება მოხდეს,“-აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ბიგანის გზავნილში მკაფიოდ ჩანს საქართველოს ლიდერობა რეგიონში, რაც ჩვენმა ქვეყანამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.   

“ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია მაღალი თანამდებობის პირის მესიჯში. აქ უნდა დავინახოთ ის, რომ საქართველოს არამარტო, საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშეც. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ რეგიონის ლიდერად და მას აქვს პირობები, რომ ის იყოს რეგიონის ლიდერი. ამ შემთხვევაში სერიოზული დახმარების შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალის ამუშავება, ინფრასტრუქტურის შექმნა და რეალური დამოუკიდებლობის შექმნა, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები გვიგზავნიან მნიშვნელოვან მესიჯებს, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთი პარტნიორები გვყავს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენით და მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი ჩართულობა. შემოდგომის არჩევნები კი მნიშვნელოვანი ნიშნულია იმისა, თუ რა მიმართულებით წავა საქართველო. ავირჩევთ გზას და წავალთ იმ მიმართულებით, რაც დღეს ბელორუსში ხდება, ან წავალთ დემოკრატიული და პოლიტიკური სტაბილურობის გზით. ბიგანის განცხადებაშიც ჩანს, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან პოლიტიკურად მდგრადი გარემოს შექმნაში, დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეკონომიკურად საქართველო იყოს ძლიერი. რაც მთავარია, ისინი გააორმაგებენ ძალისხმევას იმისათვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სისრულეში მოვიდეს და შეჩერდეს ოკუპაცია მეზობელი რუსეთის მხრიდან. ეს გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის სახით ჩვენ გვყავს ურყევი პარტნიორები, მთავარია, ჩვენ განვახორციელოთ პარტნიორობა,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...