საზოგადოება
სამოქალაქო პასუხისმგებლობა პანდემიის დროს
2020-08-12 16:43:09
ბუღალტრები ექიმებისთვის
საზოგადოების განვითარების ხარისხი სამოქალაქო ინიციატივების მიხედვით ფასდება. კარანტინის ყველაზე მკაცრსპერიოდში 40 ადამიანი უფასოდ ახალ პროფესიას დაეუფლა. ბუღალტერთა კავშირმა სახელმწიფოსა და დონორების ჩართულობის გარეშე კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლო და გრძელვადიანი დახმარება გაუწია ექიმების, პოლიციელების და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე სპეციალისტების ოჯახებს.
11 აგვისტოს საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა 40 ადამიანს დამწყები ბუღალტრის კვალიფიკაციის დამატასტურეებელ სერტიფიკატებს გადასცა. დღევანდელ პოსტ-პანდემიურ შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიების სამეულში ბუღალტრის კვალიფიკაცია შედის.
პანდემიამ და მსოფლიო კრიზისმა ექიმები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანაშრომლები პროფესიების აქტუალობა და მნიშვნელობა შეგვახსენა. მათ მიერ მადლიერების და მათი აღიარების გამოხატვის სწორი და დასაფასებელი ფორმა საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა აირჩია: ბუღალტერიის შესწავლის შესაძლებლობა უფასოდ მიეცემა ექიმ-ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, სამედიცინო პერსონალის, მაშველების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრებს, მათ ვისაც კარანტინის პირობებში სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ბუღალტრის პროფესია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის შეესწავლა.
დღეიდან ბუღალტერთა კავშირი და Kaizen Class Knowledge ფინანსური მართვის მიმართულებით პროფესიული განათლების სფეროში ახალ თანამსრომლობას დაიწყებენ.
კომენტარები