საზოგადოება
"ლევან თოფაძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე, რის გამოც მისი გამოკითხვა ამ ეტაპზე შეუძლებელია" - თოფაძის ადვოკატი
2020-08-03 13:48:30
ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დაზარალებულის გამოკითხვამდე მათ რაიმე საფუძველი არ გააჩნია.
"მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია ფიზიკურად რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მათ შორის გამოკითხვა. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიაც არ გამოკითხულა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი რაც შეიძლება ამ ინციდენტის მიზეზი ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მოტივთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, სანამ თავად დაზარალებული არ გამოიკითხება და არ გამოიკითხებიან სხვა პირები, რომლებიც იქ იყვნენ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.
კომენტარები