მსოფლიო
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს
2020-08-03 11:01:33
ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ჟურნალისტი უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
ქაშიაშვილი უწყებაში დრს, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა.
"დამიკავშირდნენ შსს-დან, დამიბარეს გამოკითხვაზე, რა თქმა უნდა, ვაპირებ მისვლას. თემა მითხრეს რაზეც დაბარებული ვიყავი. მივალ და ის რაც უკვე საზოგადოებამ იხილა შაბათის ფორმულაში, კიდევ ერთხელ მოვუყვები პოლიციას", - თქვა დავით ქაშიაშვილმა.
კომენტარები