0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის დიაგნოსტიკა ადვოკატისა და სპეციალისტის დასწრების გარეშე არ გაბედონ"

 ადვოკატის თქმით, სწორედ ავტომობილის დიაგნოსტიკაზე არის დამოკიდებული მომავალი გადაწყვეტილებები.

„როგორც კი გამოძიება მაგას ჩემს გარეშე გაბედავს და გადადგამს მაგ ნაბიჯს ჩათვალეთ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს, ხელისუფლებას, დაეკისრება ყველას. პირადად მე, გამომძიებელს ვუთხარი და დავაფიქსირე, რომ არცერთი ექსპერტიზა, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი უჩემოდ, ჩემი თანდასწრებით და არა მხოლოდ ჩემი თანდასწრებით, სპეციალისტის, ვერ გაბედავენ და არც გაბედონ, რომ ამდაგვარი ქმედება განახორციელონ. ზუსტად მაგ დიაგნოსტიკაზე მაქვს მისაღები ჩემი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება და ინფორმაცია. ასეთი რაღაც არც გაბედონ. კარგად იცის გამომძიებელმა გიამ და ახლა, საჯაროდ მივმართავ, არც იფიქრონ მაგაზე. კარგად გაიხსენონ ჩვენი შეხვედრა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები