მსოფლიო
"შენი შვილი შარშია" - ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა
2020-07-27 15:47:32
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ პირი, რომელმაც მას დაურეკა და უთხრა, რომ "მისი შვილი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა, შსს-ს გენინსპექციაში უკვე დაიბარეს.
"მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?“ - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
კომენტარები