მსოფლიო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი ისევ პატიმრობაში დატოვეს
2020-07-27 15:35:37
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი ისევ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ.
ბრალდებულები არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანინი აღკვეთას ედვება.
საქმის პროკურორის, დავით ყაზაიშვილის განმარტებით, პატიმრობა მოითხოვეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს. უამრავი გარემოებაა, რომელიც საფუძველი გახდა აღკვეთის ღონსიძიების გამოყენების ეტაპზე და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საფუძველი არსებობს“, – განაცხადა მან.
კომენტარები