საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში - "ოცნების" წევრმა, ოზურგეთის ყოფილმა მერმა მოქალაქე სცემა
2020-07-27 00:16:50
ოზურგეთში მცხოვრები გიორგი სოკოლოვი მერს ცემაში ადანაშაულებს. სოკოლოვი აცხადებს, რომ ბეგი სიორიძე და მასთან ერთად დაახლოებით 15 ადამიანი გამეტებით სცემდნენ.
სოკოლოვი ყვება, რომ ის 15 ივნისს ის სიორიძის კუთვნილ სასტუმრო "ოზურგეთი პლაზაში" არსებულ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სოკოლოვი აცხადებს, რომ პოლიციას მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
კომენტარები