0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - შეიძლება, ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ შესაძლოა, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მისი შვილის გარდაცვალება მის საქმიანობასაც უკავშირდებოდეს.

თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, მან ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ.

„ის ვიცი, რომ ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩემს შვილს იმხელა ამბიციური გეგმები, იმხელა პოტენციალი ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა, ქვეყანას უნდა გამოდგომოდა. როგორც ძებნა შეაფერხეს, ახლა გამოძიებაც ტაატით მიჰყავთ, არავინ მიკავშირდება, არავინ არაფრის საქმის კურსში არ მაყენებს, რა ვერსიებზეა ლაპარაკი. ვეჭვობ, რაღაცების მიწეპება, მიტყეპება უნდათ და ასე უბრალოდ დახურვა, მაგრამ მაინც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მოვისვენებ. სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ჰააგაშიც და სადაც კი რამე მოიძიება, ყველგან. არ გავჩერდები. თვითმკვლელობამდე მიყვანას არ გამოვრიცხავ, მაგრამ უაზროდ რომ თავი მოეკლა ჩემს შვილს, ამას სასტიკად გამოვრიცხავ. თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც იმიტომ, რომ ისე იყო მოწყენილი, სულ რაღაცას ჩაჰკირკიტებდა ბოლო ერთი თვის მანძილზე, არ ვიცი რას. ფაქტია, რომ კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. არ ვიცი, სამსახურიდან იყო თუ სხვა რაღაც, შეიძლება ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ“, - აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში „ზეგ“ დისტანციურად მუშაობდა, თუმცა, დედისთვის უცნობია, კონკრეტულად რა იყო მისი მეორე სამსახური.

„ვიცი, რომ ავსტრიელებთან მუშაობდა, მაგრამ იქედან 2 თვის წინ წამოსულა. ეს მისმა მეგობარმა ბრძანა, რომ იქედან 2 თვის წინ წამოვიდაო. მე კიდევ მეგონა რომ სულ იღლებოდა, ამიტომ ვეჩხუბებოდი, ერთ-ერთი სამსახური დათმე- მეთქი. ეტყობა, ასე ძალიან იღლები და ამიტომაც ხარ გაღიზიანებული - მეთქი. მითხრა, არ ვიცი, რომელი სამსახური დავტოვო, ვერ გადამიწყვეტიაო. ის თუ 2 თვის წინ დატოვა, მაშინ ახლა რაღას ნერვიულობდა და ეს სამსახურიც რატომ დატოვა?“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი თავის კომპიუტერს სახლში არასდროს ტოვებდა, თუნდაც სახლიდან 4-5 საათით გასულიყო. დედა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მისი შვილი ვიღაცამ გაიტყუა.

„ვიღაცას გატყუებული ჰყავს. არ არის ეს გოგონა იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა?“, - აცხადებს დედა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყო, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი მიზნები ჰქონდა.

„წარჩინებული მოსწავლე იყო, ვერცხლის მედალზე დაამთავრა სკოლა, პირველ წელს ჩააბარა და 70 %-იანი გრანტი აიღო. არ დაისვენა, სანამ მეორედ არ ჩააბარა და 100%-იანი გრანტი არ აიღო. სულ მეცადინეობდა, ავტობუსშიც კი წიგნს კითხულობდა. ერთ წელში ისწავლა ფრანგული და საფრანგეთში წავიდა, რომ ლექციები ფრანგულად მოესმინა. ისეთი მონდომებული და ცხოვრებას მოწყურებული იყო, რატომ მოიკლავდა თავს? რაში სჭირდებოდა თავის მოკვლა, ყველაფერი ჰქონდა“, - აცხადებს დედა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...