0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

 "სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. 

 შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. 

 საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.  

 გუშინ, 23 ივლისს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა "უაღრესად საყურადღებოა". მისი თქმით, საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი გამკაცრდება, რადგან, მისივე თქმით, იქ გარდაბანში მცხოვრებთა დიდი ნაწილი მუშაობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები