საზოგადოება
ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ბაზრობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფები მუშაობენ
2020-07-24 12:43:21
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ლილოს ბაზრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზეუსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მკაცრი კონტროლი მიდის. შესაბამისად, უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მოსვლა და ვაჭრობა. ლილოს ბაზრობის დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ“- განაცხადეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიან სკრინინგზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.
კომენტარები