საზოგადოება
"სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა... შორს წასული გვამური მოვლენების გამო დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო" - ექსპერტი
2020-07-24 00:59:03
დამოუკიდებელი ექსპერტის, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, „შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო“ შეუძლებელი იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებები აღმოჩენილიყო.
მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისთვის კვლევების ჩასატარებლად ნიმუშები აღებულია.
"წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია.
ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის დაზიანებები შეუძლებელი იყო აღმოჩენილიყო შორს წასული გვამური მოვლენების გამო", - აღნიშნა ჯიშკარიანმა ბრიფინგზე.
კომენტარები