მსოფლიო
„შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა… არც ცხედარი ყოფილა 4 დღე წყალში“ – ჯიშკარიანის ხმაურიანი განცხადება
2020-07-20 10:42:32
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „დროებასთან“ საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა. მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს. მისი თქმით, შაქარაშვილი 4 დღეს წყალში არ ყოფილა.
„ხელების მდებარეობა მიუთითებს, რომ გაშეშება არ არის გავლილი. თუ გაშეშება არ არის გავლილი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მკვდარი არ არის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ 19 ივნისს არ არის გარდაცვლილი. ყველანაირი სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. შესაძლოა, იყო რამდენიმე საათი და შემდეგ იპოვეს. ჩქარი მდინარე იყო, როგორც მინიმუმ ზაჰესის დამბასთან უნდა ეპოვნათ. სიკვდილის წინ კრუნჩხვითი მდგომარეობა იყო“, – ამბობს ჯიშკარიანი.
კომენტარები