მსოფლიო
“წყალშიც არ შედიოდა, ცურვა არ იცოდა…” – როგორ აღმოჩნდა 15 წლის ბიჭი ზღვაში
2020-07-17 18:29:46
ბათუმში, ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვნეს. “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, დაკარგული მოზარდი გიორგი სტეფანაშვილი რუსთავიდან გახლდათ და ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებდა.
ზღვაში დაკარგული მოზარდის ახლობელის განცხადებით, გიორგი სტეფანიშვილი ზღვაში სურათის გადაღების დროს გადავარდა:
“იმ ადგილას, სადაც დილის 7 საათზე ბიჭებმა გაისეირნება გადაწყვიტეს, ზღვაში საკმაოდ ღრმად შედის ხიდი და იმ ხიდზე გავიდნენ. სრულიად ფხიზლები იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და სწორედ ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში. რომ ჩავარდა, მეგობარიც გადახტა საშველად, თუმცა გიორგის ამ ბიჭის ჩათრევაც დაუწყია და ვერ შეძლო შველა, იმ წამსვე ატეხეს ხმაური და ადამიანების საშველად დაძახება დანარჩენებმა… გამვლელი 2 ბიჭი შევიდა საშველად და მაშველებიც, თუმცა შტორმის მეორე დღე იყო, ტალღები ისევ იყო ზღვაზე, წყალიც ღრმაა და დინებას წაღებული ჰყავდა უკვე…
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამები იყვნენ, არადა, ბავშვი გაზიანი სასმლის მეტს არაფერს სვამდა. 6 ბიჭს (ასაკი 15- 16 წელი) თან ერთ-ერთის მშობელი ახლდა, არც უფიქრია, რომ რამე ცუდი დაემართებოდათ, ამიტომ არ გაჰყვა, – დილას გავისეირნებთო, – ბიჭებს უთქვამთ. საერთოდ წყალშიც კი არ შედიოდა გიორგი, რადგან ცურვა არ იცოდა. სამწუხარო ამბავია, დიდი უბედურება”
კომენტარები