0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი დაუჯდებათ.

როგორც ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება, თუმცა, მათ 10 აგვისტოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა დაარეგისტრირონ.

„გამორიცხულია ამ სისტემამ არ გაამართლოს, მთავარია სწორ ადგილზე განხორციელდეს. პირველი ორი ეტაპი დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ კოტე აფხაზის ქუჩის, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ორბელიანის მოედანზე. ახლა გადავდივართ საბურთალოს რაიონზე. პეკინის გამზირზე განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, დაარეგისტრირონ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც უფასო პარკირებით უნდა ისარგებლონ ფასიან ზონაში. ხოლო ვიზიტორებისთვის ზონა იქნება ფასიანი - ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი. ამის შემდეგ გადავალთ უკვე საბურთალოს რაიონის სხვა გადატვირთულ ადგილებზე”, - განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები