0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა წლიდან წლამდე მცირდება - გიგლა მიქაუტაძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით გაუარესებული ბიზნესგარემო და შემცირებული ინვესტიციები ენერგეტიკაში პირდაპირ აისახა ელექტროენერგიის ბაზარზე. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა წლიდან წლამდე მცირდება და გამონაკლისი არც გასული წელი აღმოჩნდა. მისი განცხადებით 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება 2.6%-ით შემცირდა, ხოლო მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა იმპორტი, ხოლო ექსპორტმა 60 %-ით ნაკლები შეადგინა, ამავე დროს, ინტენსიურად ვითარდება ენერგეტიკის სფერო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტი 10-ჯერ არის გაზრდილი.

„გასული 8 წლის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანას მართავს მთავრობა, რომლის არც მიზანს და არც ამოცანას ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სიძლიერე არ წარმოადგენს, მათ შორის, არც ენერგეტიკის მიმართულებით. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისფლებაში მოსვლის პირველი დღიდან დაიწყებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვას, ქვეყანაში არსებული ენერგორესურსების ეფექტიანი ათვისების გზით და გარემოს დაცვითი ევროპული სტანდარტების დაცვით.“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები