საზოგადოება
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის, ცოტნე ცქიტიშვილის მამა უკვე მესამე წელია თბილისის ზღვის მიმდებარედ გამაფრთხილებელი აბრებისა და დამცავი ბარიერის აღმართვას ითხოვს.
2020-07-14 11:21:43
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის, ცოტნე ცქიტიშვილის მამა უკვე მესამე წელია თბილისის ზღვის მიმდებარედ გამაფრთხილებელი აბრებისა და დამცავი ბარიერის აღმართვას ითხოვს.
სასამართლოს პირველ ინსტანციაში სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, გადაწყვეტილება ჯერ ისევ არ აღსრულდა. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საფრთხე ემუქრება ყველას, ვინც ე.წ. ჩანჩქერთან ბანაობას გადაწყვეტს. ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, რადგან შვილმკვდარი მამის სარჩელი თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის GWP-ის წინააღმდეგ პირველმა ინსტანციამ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კომპენსაციაზე ოჯახს უარი უთხრა. "
"ჩვენ როცა ბავშვების სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, თბილისის მერია, სამწუხაროდ, თავს არიდებს თავისი მოვალეობის შესრულებას, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნესტან ლონდარიძე.
თავის მხრივ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება მერიამაც გაასაჩივრა.
კომენტარები