საზოგადოება
გამოცდაზე ხუთ აბიტურიენტს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა
2020-07-13 14:26:38
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, დღევანდელ გამოცდაზე მომატებული ტემპერატურა ხუთ აბიტურიენტს დაუფიქსირდა.
მისივე თქმით, აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში მოთავსდნენ.
„დღეს ისტორიის გამოცდა მიმდინარეობს ორ სესიად. უკვე დასრულდა პირველი სესია და მალე დაიწყება მეორე. საბედნიეროდ, მეორე სესიაზე აბიტურიენტებს, განსაკუთრებით თბილისში, მაღაი ტემპერატურა არ შეაწუხებთ. დღეს მთელი საქართველოს მაშტაბით გვაქვს ხუთი შემთხვევა, როცა დაფიქსირდა ტემპერატურა.
ეს აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში განვათავსეთ. ეს სარეზერვო სექტორი არის სწორედ იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდა.
მათ შენდეგ გამოცდაზე მოუწევთ ტესტის წარდგენა, რომ მათ არ აქვთ „კოვიდ-19“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
კომენტარები