მსოფლიო
"შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც გვქნება კომუნიკაცია. ამის შემდგომ უკვე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, უკვე რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას" - ნინო ლომჯარია
2020-07-13 13:39:24
სახალხო დამცველმა ნინო ლომჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
„ჟუნალისტებიც აქტიურად აშუქებენ იმ შეკითხვებს, რაც საქმის გარშემო არსებობს. თუმცა, სახალხო დამცველი ალბათ, უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და ბრალდებულების მონახულებას. შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც გვქნება კომუნიკაცია. ამის შემდგომ უკვე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, უკვე რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავთ, რომ პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, გაგვაცნოს საქმის მასალები და მიმდინარე რეჟიმში გავეცნოთ გამოძიების საქმის მასალებს. თუმცა, პირველ რიგში, უნდა ვესაუბრო ოჯახის წევრებს და მათგან მივიღო ინფორმაცია იმ შეკითხვების შესახებ, რაც მათ აქვთ და რის გამოც მათ შეიძლება უნოდეთ სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კომენტარები