1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედოფლისწყაროში ბალახის დაწვის დროს ქალი დაიწვა

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაჩხაანში ხანშიშესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა. 

მათივე თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად აალდა, რომ ქალმა თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო.

მიღებული დამწვრობის გამო, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციამ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები