1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაგვიანებულმა ნაბიჯებმა და არაეფექტურმა სახელმწიფო პროგრამებმა გამოიწვია ეკონომიკის ასეთი ვარდნა - გიგლა მიქაუტაძე

2020 წლის მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის 4 პროცენტით შემცირებას ხელისუფლების არაეფექტიან მუშაობას უკავშირებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გიგლა მიქაუტაძე.  

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13,5 პროცენტით შემცირდა. მიმდინარე წელს 4%-ით შემცირდა საქართველოს ეკონომიკაც. 

„დაგვიანებულმა ნაბიჯებმა და არაეფექტურმა სახელმწიფო პროგრამებმა გამოიწვია ამ ვარდნის კიდევ უფრო გაზრდა. ის რიცხვები, რაც ჩვენ მაისში და აპრილში მივიღეთ, გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო და ეკონომიკური უკანსვლა შემსუბუქდებოდა,“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ. 

პარტიის ლიდერმა „ლელოს“ საკრედიტო საგარანტიო სქემაზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სქემა მოიწონა, მას პრაქტიკაში არ იყენებენ და ბიზნეს სესხებს აფერხებენ. 

„კარგია, რომ მთავრობამ  აიტაცა ჩვენი იდეა საკრედიტო საგარანტიო სქემასთან დაკავშირებით, თუმცა, პრაქტიკაში დანერგილი არ არის. ამის გამო, სამწუხაროდ, დღეს ვერცერთი ბიზნესმენი ვერ ისარგებლებს ამ სქემით და ვერ აიღებს  სესხს. ასევე პრობლემაა სოფლის მეურნეობაში ის დახმარებები, რაც სოფლის მეურნეობისთვის გამოყვეს და ბიუჯეტის სიმცირის გამო უკვე ბოლომდე ათვისებულია,“ - განმარტა „ლელოს“ ლიდერმა.  

საუბრის დასრულებისას გიგლა მიქაუტაძემ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაზეც გააკეთა განცხადება.  

„ხალხი მოგვმართავს დახმარების თხოვნით. მათ უნდა მიეღოთ 200 ლარიანი დახმარება, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ელოდებიან. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო მუშაობს ნელა და არაეფექტურად, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას,“ - აცხადებს მიქაუტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები