1 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექსპერტი: ცალსახად ვადასტურებ არანაირი მოტეხილობები, ტლანქი, ბლაგვი ტრავმა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არ ყოფილა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცალსახად ვადასტურებ არანაირ მოტეხილობებს, ტლანქ, ბლაგვ ტრავმას გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ადგილი არ ჰქონია. საზეზე იყო დაზიანებები, სხეულის სხვადასხვა მიდამოში გარეგანი დათვალიერებით სისხლნაჟღენთების სახით. იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები შინაგანი გამოკვლევის პროცესში, -ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები ბლაგვი ხასიათის, გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი. ეს დაზიანება შეიძლება მიღებულიყო ნებისმიერ სიტუაციაში, ბლაგვი ზემოქმედების საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერის ზემოქმედების პირობებში. რაც შეეხება გვამს, აღენიშნებოდა თვალბუდეებშისისხლნაჟღენთები, ცხვირზე, სახის არეში სისხლნაჟღენთები, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ამ სისხლნაჟღენთების და სხვა სახით. 

კარდინალური პრობლემა, რამაც გააჭიანურა ლაბორატორიული კვლევის პროცესი, ეს გახლავთ ის, რომ 4 დღის განმავლობაში სხეული იმყოფებოდა წყალში, განვითარდა მოგვიანებითი გვამური მოვლენები. შესაბამისად ეს ახანგრძლივებს ლაბორატორიულ კვლევას დროის თვალსაზრისით. ეს მიმართულია იქითკენ რომ დადგინდეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის მიზეზი იყო ასფიქსია სითხეში დახრჩობით“, - აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები