1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, თუმცა ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან.“ - მამუკა ხაზარაძე

117 მომხრე და 3 წინააღმდეგი, დღეს პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა დააკანონა. საკონსტიტუციო ცვლილებებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ  არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვება და  ცივილიზებული სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯია. 

„საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვებაა , რომელიც ჩვენს რეალობას საფუძვლიანად შეცვლის. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზებული სამყაროსკენ, თანამედროვეობისკენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ.

ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, ისინი, ვინც შეთანხმება შეასრულა და ისინიც, ვინც შეთანხმება დაარღვია, მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დიდხანს ვიდავებთ ამ წარმატების ავტორობაზე - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან. ეს გამარჯვება ახალ თაობას, საქართველოს მომავალს ეკუთვნის - მაკოს, გიორგის, გურამს, ირაკლის, თამარს და ათასობით ახალგაზრდას, ახალ ძალას და ახალ თაობას, რომელიც გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე იცავდა და იცავს თავის ქვეყანას, სამშობლოს, მომავალს.

ახლა, ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პოზიციაც და ოპოზიციაც, თუმცა ამ მიღწევას ვერავინ წაართმევს ახალ თაობას, რომელმაც საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი ბრძოლით მოგვიტანა ეს გამარჯვება,“-განაცახადა მამუკა ხაზარაძემ და მიღებული ცვლილებებისთვის საზოგადოებას  მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...