1 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუს-ის მედიის საქმიანობაში ჩარევა პოლიტიკურ ზეწოლაა

„უსაფრთხოების სამსახური უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის  ეროვნულ ინტერესებს და იყოს მასმედიის დამცველი.  ამის ნაცვლად, მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმს აყელიბებს.“ 

სუს-ის მიერ ქართველი ჟურნალისტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარება დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით,  (მარნეულში თანხის გადახდის სანაცვლოდ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელებასთან დაკავშირებით) „ლელო საქართველოსთვის“ სარევიზიო კომისიის მდივანი ლანა გალდავა პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.  

„ სუს-ის მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში  უხეშად ჩარევა გვაფიქრებინებს,  რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტ ძალოვან უწყებასთან, რომელიც მუდმივად შიშის დასათესად გამოიყენება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმდა, „ფეისბუკის“ მიერ  თავისი პლატფორმიდან  არაავთენტური ქცევის მიზეზით, 418 ქართული ანგარიშის წაშლა უყურადღებოდ დატოვეს. ასეევე დუმილია რუსეთიდან მომავალ კიბერშეტევებზე   და არავინ ახსენებს პეტერბურგის ჯგუფს, რომლის მთავარი სამიზნე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დემონტაჟია,“-განაცხადა ლანა გალდავამ. 

„ლელო საქართველოსთვის“ სარევიზიო კომისიის მდივანმა  ქვეყნის სამსახურში მყოფ მედიასა და ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და  აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასმედიის დამცველად უნდა მოგვევლინოს, სუსი კი არაპროფილურად ერევა მედიის საქმიანობაში. 

„ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოს ჯაშუშები, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან,  ქართველი ჟუტრნალისტების სადამსჯელო მიზნებით უწყებაში დაბარებით არის დაკავებული.  მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  მასმედიის დამცველად უნდა მოგვევლინოს,“-განაცხადა ლანა გალდავამ. 

   მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტების დაბარებით კი არა, ქალაქის მერით უნდა დაინტერესდეს, რომელმაც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დადო სისხლით დაფარული სამი მედიის ლოგოს პოსტერი და სიძულვილის ენით მოიხსენიებს მედიას.  

„თანამდებობის პირისთვის მიუღებელია, სიძულვილის ენით დაემუქრო მედიას, რომ "ცხვირ-პირში  მუშტი მოხვდებათ”. მე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარმოვადგენდე, სტრუქტურაში შევქმნიდი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სპეციალურ უწყებას, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა არა ქართველი ჟურნალისტების დევნა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.   სამწუხაროდ,  ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების  ხედვა. დღეს კი გვაქვს მოცემულობა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია  სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტი, რაც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინებაა,“-განაცახადა გალდავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები