1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია” – პატრიარქის წერილი შაქარაშვილის მშობლებს

უწიმ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მშობ­ლებს სამ­ძიმ­რის წერილი გაუგზავნა.

“ლე­ვან და თა­მარ შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს

მწუ­ხა­რე­ბით შე­ვი­ტყვეთ ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლის გამო და გვსურს თა­ნად­გო­მა გა­მო­გი­ცხა­დოთ თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე პე­რი­ოდ­ში.

თუმ­ცა სწო­რედ ახლა უნდა გა­ამ­ტკი­ცოთ რწმე­ნა იმი­სა, რომ ქრის­ტი­ა­ნის­თვის სიკ­ვდი­ლი არ არ­სე­ბობს და გი­ორ­გი ცო­ცხა­ლია. მის­მა უკ­ვდავ­მა, ნა­თელ­მა სულ­მა მა­რა­დი­უ­ლი ჭეშ­მა­რი­ტი სი­ცო­ცხლის კა­რიბ­ჭე შე­ა­ღო და ამ წი­ა­ღის მკვიდ­რი გახ­და.

ამი­ტო­მაც გუ­ლის­ტკი­ვი­ლი მას­თან მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბის გამო უნდა გვქონ­დეს და შევ­ძლოთ ლოც­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ.

ჩვე­ნის მხრივ აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს გი­ორ­გი­სათ­ვის, რათა უფალ­მა სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს იგი. ხოლო თქვენ მო­გა­ნი­ჭოთ ჭირ­სა ში­გან სიმ­ტკი­ცე და მშვი­დო­ბას” – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები