1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს სასამართლო სისტემა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა - ირაკლი კუპრაძე

„ მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არის უდიდესი დარტყმა ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის და პროცესი არ არის გამჭვირვალე. “ 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩიეს. მის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.  შენობასთან პარტია "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ და მერაბ ტურავას სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას აპროტესტებდნენ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე მერაბ ტურავას სასამართლოს თავმჯომარედ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლია და პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს.

„სასამართლო სისტემა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა.  მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არის უდიდესი დარტყმა ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის.  ჩვენ გავხდით სრულიად გაუმჭვირვალე პროცესის მონაწილე, სადაც მოსამართლე მანანა კობახიძემ  სასამართლო სისტემას განაჩენი გამოუტანა.  პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე სრულიად ეკისრება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები