„თეგეტა აკადემია“ - რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი...
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომლისთვისაც ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გოგოებისსამეწარმეო ბანაკის აქტივობებში ჩაერთო
სოფელ კაცხში გამართული შეხვედრის ფარგლებში გათამაშება გაიმართა. ორმა მონაწილემ ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგისთვის დაფინანსება მიიღო. გოგოები ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე გაიღრმავებენ
გოგოების სამეწარმეო ბანაკი, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ მოეწყო. პროექტი ქალთა სამეწარმეო გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაციები და კომპანიები, მათ შორის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“და ასევე „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „თეგეტა აკადემია“.
კომპანიის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილე გოგოებთან გენდერის მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს - კერძოდ, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვადასხვა სტიგმა გოგოების ცხოვრებაზე, მათ მომავალსა და პროფესიულ არჩევანზე. ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ის პროფესიები, რომელთა მიმართაც გოგოების ინტერესი მაღალია და ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანებს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდებათ, თავიანთი გენდერული იდენტობის მიუხედავად.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები ჭიათურაში, მულტიფუნქციურ ცენტრში სამეწარმეობანაკის მონაწილე გოგოებს შევხვდით. მოვუყევით მათ ჩვენი კომპანიის, მისი განვითარების შესახებ; ვუამბეთ, რა პროექტები გვაქვს ქალების გაძლიერების კუთხით, გავუზიარეთ პირადი მაგალითები; ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და ადამიანმა საქმიანობის სფერო უნდა აირჩიოს არა სტერეოტიპულად დიფერენცირებული გენდერული კუთვნილების მიხედვით, არამედ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად. პირადად მე გოგოებს ჩემი პირადი მაგალითი და გამოცდილება გავუზიარე. ვესაუბრე, რა გზა გავიარე საავტომობილო სფეროში, რა გამოწვევებიშემხვდა და რამდენად რთული იყო მათთანგამკლავება. საინტერესო გახლდათ მათი პოზიციის მოსმენა, გავცვალეთ იდეები ქალთა გაძლიერებისა და ხელშეწყობის შესახებ“.
ტრენინგის დასასრულს გათამაშების შედეგად შერჩეულ ორ მონაწილეს „თეგეტა აკადემიამ“ ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგი დაუფინანსა. სწავლის პროცესი სრულად „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება.
გოგოების სამეწარმეო ბანაკის მოწყობის მთავარი იდეაა, ხელი შეუწყოს გოგოებსა და ქალებს უპირობოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და პირადი ინტერესის გათვალისწინებით აირჩიონ პროფესია.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ორგანიზაცია „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თ...
თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში. ამჯერად სიახლეა ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციე...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
კომენტარები