0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამხარაულის ექსპერტიზა: მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კვლევები არ დასრულებულა და შემაჯამებელი დოკუმენტი ჯერ მზად არ არის

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.

„ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები