0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე ბრალდებული არის ექთნის კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი 20 მარტს დაუდასტურდა.

„ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები