1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს არსებული ყველა ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული.

„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები