1 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პატრიარქი - დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზე

ჩამოტვირთვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა. როგორც სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, მრევლმა ნაკურთი წყალი სახლებს, კარ-მიდამოს ოჯახს უნდა ასხუროს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები