1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შორენა თეთრუაშვილს სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდა

პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი ილია მეორეს დაბადების დღეზეც იმყოფებოდა. თუმცა ფაქტს არ ადასტურებს ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავა.

 შარტავა ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იმყოფება და მას ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია.

„ქალბატონ შორენას მეუფე ანტონთან ჰქონდა შეხება 3 რიცხვში. 4-ში დაუდასტურდა მეუფეს, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული. ეს რომ გავიგეთ, შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში თავისივე სურვილით და ექიმების რჩევით. ამჟამად იმყოფება თვითიზოლაციაში. ტესტირება ცოტა არ უყვარს, მაგრამ დავაძალებთ და ტესტირებაც გაკეთდება. ამის შემდეგ გვეცოდინება. ჯერჯერობით მას კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული, ვინაიდან თვითიზოლაციაში გადავიდა, ალბათ არასწორად გავრცელდა“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილთან ერთად, იზოლაციაში იმყოფება მისივე თანამშრომელი, რომლის პასუხი „კოვიდ-19“-ზე ჯერჯერობით უარყოფითია. ცისანა შარტავას განმარტებით, ინფიცირებულ მღვდელთმთავარს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

„როგორც ვახერხებთ, ძალიან გამკაცრებული გვაქვს საპატრიარქოში ზომები. შორენაც სწორედ ამიტომ გადავიდა იზოლაციაში და დატოვა საპატრიარქოს რეზიდენცია“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...